ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა და ოზურგეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატი კობა ზაქარეიშვილი მოსახლეობას შეხვდნენ.
„საზოგადოების განწყობა არის ის, რომ მზად არიან ივანიშვილი გაგლიჯონ იმ ტყუილებისთვის და იმედგაცრუებისთვის, რაც არის. მოხერხება უნდა, რომ აქამდე მიიყვანო საზოგადოება. ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ არჩევნებზეც და მომდევნო ერთი წელიწადი დავუთმოთ იმას, რომ დავანახოთ საზოგადოებას ალტერნატივა. ხალხმა შინაგანად, ემოციურად ბიძინა ივანიშვილი გაუშვა სახლში. 2020 არის ივანიშვილის ბოლო ვადა. დამოუკიდებლობის პერიოდიდან ხალხი ვაძლევთ ხელისუფლებას მაქსიმუმ 2 ვადას, როდესაც ვადა გადის ხელისუფლებას, როგორც ვადაგაცილებულ საქონელს ისე ვისტუმრებთ. აი, ასე მოუვა ზუსტად ივანიშვილს და საზოგადოების განწყობიდან ეს უკვე ძალიან კარგად ჩანს. ერთი ან ორი წლის წინ აბსოლუტურად სხვა განწყობა იყო, დღეს უკვე ყველამ კარგად დაინახა, რომ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მატყუარა, ატყუებს ხალხს და ხალხის ხარჯზე მისი მოყვანილი ადამიანები მდიდრდებიან“, - თქვა უგულავამ.