დონალდ ტრამპმა თქვა, კიდევ კარგი, მიშა სააკაშვილი არ იყრის კენჭს, თორემ მე ვერასდროს გავხდები პრეზიდენტიო

დონალდ ტრამპმა თქვა, კიდევ კარგი, მიშა სააკაშვილი არ იყრის კენჭს, თორემ მე ვერასდროს გავხდები პრეზიდენტიო

დონალდ ტრამპმა თქვა, კიდევ კარგი, მიშა სააკაშვილი არ იყრის კენჭს, თორემ მე ვერასდროს გავხდები პრეზიდენტიო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მიუნხენში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა და ამბობდა, რომ ამერიკამ უნდა გადაიღოს ქართული იუსტიციის სახლები. მე კი არ მითხრა ეს, თელ-ავივში და ათენში ლექციების და საჯარო გამოსვლების დროს თქვა მოქმედმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რომ ამერიკამ უნდა გადაიღოს საქართველოს გამოცდილება. ინგლისის ლორდთა პალატაში იყო მოსმენა, ინგლისში როგორ დაენერგათ ქართული სერვისები ბიზნესის სფეროში, ბიუროკრატიის გამარტივების სფეროში და ასე შემდეგ. საქართველო იყო მსოფლიოს პირველი რეფორმატორი მსოფლიო ბანკის რეიტინგით 6 წელი ზედიზედ. დონალდ ტრამპმა, ამერიკის დღევანდელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ უნდა ვისწვალოთ საქართველოს სახელმწიფო სისტემა და თქვა ტრამპმა, რომ კიდევ კარგი, სააკაშვილი არ იყრის კენჭს ამერიკაში, თორემ მე ვერასდროს გავხდები პრეზიდენტიო. ხუმრობდა?!- კი, ხუმრობდა. აბა მითხარით, ვისზე უხუმრია ტრამპს ეგრე ცხოვრებაში?!” – განაცხადა სააკაშვილმა.