„უკვდავ პოლკს“ ძალიან შევუყვარდით. უკვე მეორე წელია, ეს პროექტი თავს არ გვანებებს და 2017 წლიდან მოყოლებული საქართველოს თავის ტკივილად ევლინება.
წლეულს „უკვდავი პოლკი“ საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით გვანებივრებს. „ჩემი სახლი საბჭოთა კავშირია, მე წარმოშობით საბჭოთა კავშირიდან ვარ“, - ასეთია იმ ვიდეოკლიპის სულისკვეთება, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი საბჭოთა კავშირს რუსულად უმღერის.
ორგანიზაცია „ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ 9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე, კუს ტბიდან ვაკის პარკამდე მსვლელობა რამდენიმე დღით ადრე დააანონსა. რცხილაძე ამბობდა, რომ მსვლელობა „საქართველოს უკვდავი ჯარის“ ფორმატით მოხდებოდა, რაც რუსული „უკვდავი პოლკის“ ანალოგიაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „უკვდავ პოლკს“ კანონით აკრძალული საბჭოთა კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლოების გამოყენებაზე ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა.
მიუხედავად ამისა, აქცია „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა შედგა, რასაც კონტრაქციით დახვდნენ სლოგანით „არა პუტინის მარშს“ და ვაკის პარკში აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ფოტოები მიიტანეს.
ჩვენს ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ე.წ. „ბესმერტნი პოლკი“ სხვა არაფერია, თუ არა პუტინის პროპაგანდისტული რეჟიმის პროექტი და ოკუპანტი სახელმწიფოს რბილი ძალის სამარცხვინო გამოვლინება. ვითარებას ართულებს ისიც, რომ თავის დროზე ამ მსვლელობაში მონაწილეობა თვით ვლადიმერ პუტინსაც მიუღია.
საინტერესოა, რომ „უკვდავთა პოლკის“ მსვლელობა გადაიდო ბელორუსიასა და ყაზახეთში, რამაც კრემლი დააფიქრა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, კრემლში ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან ინფორმაციას ბელორუსიასა და ყაზახეთში „უკვდავთა პოლკის“ მსვლელობის გაუქმების შესახებ და კრემლი დასკვნის გამოტანას არ ჩქარობს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას თბილისის ქუჩებში უარყოფითად აღიქვამს. მას აინტერესებს, თუკი ყაზახეთმა აკრძალა ამ პოლკის მსვლელობა, ჩვენ რა ყაზახეთზე უფრო კარგი მეგობრები ვართ რუსეთის?! ყაზახეთი ხომ რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა. გარდა ამისა, ბელორუსიამაც აკრძალა ეს მსვლელობა, არადა, პირველი სწორედ ბელორუსიამ განიცადა ყველაზე დიდი ზარალი, რადგან ბელორუსია ოკუპირებული იყო გერმანელების მიერ.
„ამ ორიოდე დღის წინ რუსეთის საელჩომ ავღანეთში ტერორისტებად გამოცხადებული თალიბები მიღებაზე მიიწვია და მათთან გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა სოციალურ ქსელში, სადაც თალიბთა ლიდერებს „უკვდავი პოლკის“ სიმბოლო-გეორგიევსკის ბაფთები აქვთ მკერდზე მიწებებული. რუსები იქვე ამბობენ, მერე რა, რომ თალიბები ჩვენი მტრები, ტერორისტები არიან, მათ ხომ უნდა ველაპარაკოთ? ამიტომაც ბაფთები აქვთ მიწებებული ჩალმიან, წვერიან მოჯაჰიდებს. იქვე დგას რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ახალგაზრდა ბიჭი, მასაც ეს ბაფთა უკეთია. პირადად მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასეთი მსვლელობების, რადგან ასე იწყება ყველაფერი. დიახ, ვაშინგტონში „უკვდავი პოლკის“ აქცია მოეწყო, მაგრამ იქ ყველაფერი ცირკივით ეწყობა, რადგან იქ ასეთ აქციებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც არავის ემახსოვრება“,-აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში.
მისივე განმარტებით, ასეთ მსვლელობებს საქართველოში სულ სხვა დატვირთვა აქვს და ასეთი მსვლელობები არ უნდა მოეწყოს. სულაც არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას ის ფაქტი, „უკვდავი პოლკი“ გამოიყენებს თუ არა საბჭოთა სიმბოლიკას. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ჩვენ თავად უნდა ვცეთ პატივი სამამულო ომში დაღუპულებს, რომელთა რაოდენობაც თითზე ჩამოსათვლელია. ჩვენი ვეტერანები მშივრები არიან. სოსო ცინცაძე ამბობს, რომ შარშან სამამულო ომის თითო-ოროლა მონაწილე შენიშნა ვაკის პარკში, ერთ მათგანს არ მოერიდა და მისგან ხუთი ლარი ითხოვა, მანაც ათლარიანი გაუწოდა. პოლიტოლოგის თქმით, ამ ადამიანებს მიზერული დახმარება აქვთ, მაგრამ ეს თანხა წამლებზეც არ ჰყოფნით.
„უკვდავი პოლკის“ შეფასებისას პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ, ვისთვისაც სამშობლო საბჭოთა კავშირია, მისთვის მართლაც არსებობს საბჭოთა კავშირი, ოღონდ შემცირებული ზომით და ამ საბჭოთა კავშირის დედაქალაქს ჰქვია მოსკოვი. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ წაბრძანდნენ და იქ იცხოვრონ. რაც შეეხება საქართველოს, ლევან ცუცქირიძის თქმით, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება არ აშენებს საბჭოთა კავშირს, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, სულ სხვა პოლიტიკური კურსით, ჩვენი საზოგადოება სრულიად სხვა ღირებულებებისთვის იბრძვის.
„ვისაც საბჭოთა კავშირის შექმნა სურს, ამის შექმნა საქართველოში არ არის საჭირო, ამისთვის არსებობს რუსეთი. ცხადია, საქართველოში თავისუფალია მანიფესტაციების, მიტინგების უფლება, მაგრამ, ბუნებრივია, არის რაღაც შეზღუდვებიც, განსაკუთრებით, საბჭოთა და ტოტალიტარული სიმბოლოების გამოყენებასთან დაკავშირებით“,-აცხადებს ლევან ცუცქირიძე For.ge-სთან საუბარში.
სანამ სირეგვენეს დაწერ, გულში ჩაიხედე.
"ოკუპანტი სახელმწიფოს რბილი ძალის სამარცხვინო გამოვლინება" - რა არის სამარცხვინო? ის, რომ სამამულო ომის ვეტერანები, ერთი-ორი ვინც დარჩა, ერთად იკრიბებიან?
სამარცხვინო შენი მსჯელობაა.
და რა, თუ კი ეს იდეა რუსულია, ამიტომაა ცუდი?
ტოლსტოიც, შუშკოვიც, შუკშინიც, შოლოხოვიც, კუპრინიც, ჩეხოვიც, დოსტოევსკიც და კიდევ უამრავი სხვაც რუსია და ამიტომ მათი შედევრები არ უნდა წავიკითხოთ?
მენდელეევი, ალფიოროვი, ლომონოსოვი რუსი მეცნიერები არიან და რა, მენდელეევიც ცხრილი არ უნდა გამოვიყენოთ?
ცინცაძე, ცოტა გონზე მოდი და სწორი შედარებები გააკეთე. მერე რა, თალიბებს არ უნდა დაელაპარაკო? გერმანელებმა 41-45-ში მთელი ქვეყანა ააოხრეს და არ უნდა დალაპარაკებოდნენ?
ეს ცუცქირიძე საიდანღა გამოძვრა?
"ასეთ ადამიანებს შეუძლიათ წაბრძანდნენ და იქ იცხოვრონ" - რა შენი ტრ-კის საქმეა ვინ სად იცხოვრებს? შენ ვინ მოგცა უფლება შეაფასო და მიუთითო, როცა თვითონ შესაფასებელიც არ ხარ?
"შეზღუდვებიც, განსაკუთრებით, საბჭოთა და ტოტალიტარული სიმბოლოების გამოყენებასთან დაკავშირებით" - ისე, პატრონი არ ყავს ქვეყანას, თორემ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის შემთხვევაში ეს აკრძალვა ხომ გაუქმდებოდა?
მაგრამ პიდარასტების პარადების დაკანონების ფონზე ასეთი აკრძალვა უფრო სტიმულია, ვიდრე სირცხვილი.
ან რატომ უნდა "კონტრაქციით დახვდნენ სლოგანით „არა პუტინის მარშს“ და ვაკის პარკში აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ფოტოები მიიტანეს"?
რა მარაზმია?
განა ორივე, სამამულო ომის მონაწილე მოხუცი, თუ შინმოსვლელი და ჩვენი დროის გმირი, გმირები არ არიან?
იმ დაღუპულ, შინმოუსვლელ ქართველთა მოსახსენებლად, ნაომარ, ცოცხალ ლეგენდებს რას თავაზობთ სამაგიეროდ?!
2 ათასი ლგბტ ჯოგის უცხოელი წარმომადგენელი აპირებს ჩამოსვლას. მათ შორის იქნებიან მათი მხარდამჭერი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები, სენატორები და ა.შ. წარმომიდგენია რა საშინელი ზეწოლის ქვეშ ყავთ საქართველოს ხელისუფლება! ჰოდა გეკითხებით ფაშისტებზე გამარჯვებული უკვდავი პოლკის სიმბოლიური სვლა არ შეიძლება და ლგბტ ჯოგის საერთაშორისო მარშის თბილისში რუსთაველზე გამართა აუცილებელიც კია?
წერა გცოდნია, კითხვა?
წაიკითხე სტატია?
თუ წაიკითხე და დადასტურდა, რომ კითხვაც იცი, ანალიზის გაკეთება თუ შეგიძლია?
შენ თვალების კოტრიალი გგონია კითხვა?!
აზრის გამოტანაა მთავარი, აზრის!!!
"აქცია „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა შედგა, რასაც კონტრაქციით დახვდნენ სლოგანით „არა პუტინის მარშს“ და ვაკის პარკში აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ფოტოები მიიტანეს" - აბა სხვა სიტყვებით გადმოგვეცი ის, რაც აქ წერია და მერე ცოტა ხანს დაფიქრდი, არ დაწერო არაფერი. 2-3 საათის შემდეგ გაგვანდე, რაც მოიფიქრე, რა დასკვნაც გააკეთე.
თუ კიდევ გაგიჭირდა, კიდევ გადაიკითხე სტატია და ასე შემდეგ.
ამაზეც გაამახვილე ყურადღება - "ჩვენ თავად უნდა ვცეთ პატივი სამამულო ომში დაღუპულებს, რომელთა რაოდენობაც თითზე ჩამოსათვლელია."
განსაკუთრებით ამაზე - "ჩვენი ვეტერანები მშივრები არიან".
შენ რა გაგიკეთებია ჩვენი ვეტერანებისთვის?
რით დახმარებიხარ მათ?
აგერ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეს მთელი 10 ლარი თავისი ოჯახისთვის მოუწყვეტია და ვეტერანისთვის მიუცია.
აი სამაგალითო საქციელი!
შენ რით დახმარებიხარ?
მარტო "პუტინის აგენტების" ძახილით ხომ ხედავ, საქმე არ კეთდება და ეს ხალხიც სულ უფრო და უფრო მტრის მხარეს გადადის.
თანაც ამ გეიპარადების ფონზე. ეგ კი არა, ახალგაზრდობაც სხვანაირად ფიქრობს უკვე.
ისრაელშიც პუტინის აგენტები არიააააან??
არა რაააააა....კოლექტიური სიგიჟე შეჰყარეს საქართველოს
თვითონ პუტინთან რიგირიგით დადიან და შენ...არ დაელაპარაკოვო....
ეგ სირეგვნე კი არა ..უბრალოდ მეტი არ იცის რაც უთხრეს და რაც მოდაშია მიღებული ეგეც ისე აზროვნებს....
ტ
სამაგიეროდ თურქეთი ჩვენი პარტნიორია...აზერბაიჯანიც.... სომხეთიც......
მხოლოდ რუსეთია ჩვენი მტერი