ინგრედიენტები
მარწყვი - 2 კგ
შაქარი - 1,5 კგ
ლიმონი - 2 ცალი
ახალი პიტნის ფოთოლი - 25 ცალი
ბაზილიკის ფოთოლი - 25 ცალი
მომზადების წესები
მომზადებული კენკრა (გარეცხილი, გამშრალი და ყუნწების გარეშე) ღრმა თასში მოათავსეთ და შაქარი მოაყარეთ. რამდენიმე საათით გააჩერეთ, რომ მარწყვმა წვენი გამოიღოს.
თასი ზომიერ ცეცხლზე დადგით და ადუღების შემდეგ კიდევ 5 წუთით ადუღეთ. შემდეგ გარეცხილი პიტნის და ბაზილიკის ფოთლები დაუმატეთ. კიდევ 5 წუთით ადუღეთ.
ჯემს წვრილად დაჭრილი ლიმონი და წინასწარ გახეხილი ცედრა დაუმატეთ. ამის შემდეგ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 15 წუთით ადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და 8-10 საათით გააჩერეთ.
ხარშვის მეორე ეტაპი - თასი ცეცხლზე დადგით და ადუღების შემდეგ 5 წუთით ადუღეთ, შემდეგ სტერილურ მინის ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ.