ეს მაიონეზი ტრადიციულ სალათებს (ვინეგრეტს, ოლივიეს) ნაკლებად მოუხდება. ძალიან გემრიელია სხვადასხვა ბოსტნეულის კერძთან ერთად. ან უბრალოდ ბუტერბროდისთვის.
ინგრედიენტები
ავოკადო - 2 ცალი
ლაიმის წვენი - 4 ს/კ
ნიორი - 1/2 კბილი
მდოგვი - 1 ს/კ
შაქარი - 1 ს/კ
კაიენური წიწაკა - დაფქული, მწიკვი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
ავოკადოს რბილობი მოათავსეთ ბლენდერში.
დაუმატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მზა მაიონეზი შეინახეთ მაცივარში, ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში არა უმეტეს 3 დღისა.