ტილაპია ქინძის და ნიგვზის სოუსით

ტილაპია ქინძის და ნიგვზის სოუსით

მომზადების დრო: 20 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

ნიგოზი - 3 ს.კ.მოხალული და დაჭრილი

ნივრის კბილი - 1

ზეითუნის ზეთი - 50 მლ

ქინძი - 2 კონა

მარილი და პილპილი

ტილაპია ან სხვა სასურველი თევზი - 4 ულუფა

ლიმონი - 1

მომზადების წესები

პროცესორში ან ბლენდერში მოათავსეთ ქინძი, ზეთი, ნიგოზი, ნიორი, მარილი, პილპილი, 3 ს.კ წყალი და კარგად დააქუცმაცეთ.

თევზის ნაჭრებს მოაყარეთ მარილი და პილპილი, შეწვით ტაფაზე.

შემწვარი თევზი სუფრასთან მივიტანოთ მწვანე სოუსთან და ლიმონის ნაჭრებთან ერთად.