ჩაშუშული ღორის ხორცი კარტოფილით

ჩაშუშული ღორის ხორცი კარტოფილით

მომზადების დრო: 60 წუთი


ულუფა: 6


ინგრედიენტები


ღორის ხორცი - 1 კგ


კარტოფილი - 0.7 კგ


ხახვი - 0.5 კგ


დაფნის ფოთოლი - 2 ცალი


ტომატპასტა - 70 გ


შაქარი - 0.03 კგ


ქინძი - 50 გ


ნიორი - 30 გ


მარილი


წიწაკა


მომზადების წესები


ღორის ხორცი დავჭრათ და შევბრაწოთ. თუ მიიკრო, ცოტაოდენი წყალი დავასხათ. 5 წუთში დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და ერთად ვშუშოთ თავდახურული.


როცა ხორცი დარბილდება, დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი, დაფნის ფოთლები და წიწაკა, დავასხათ წყალი, რომ ხორცი და კარტოფილი დაფაროს და ქვაბს დავახუროთ საფარებელი.


ტომატპასტა გავხსნათ წყალში და დავუმატოთ შაქარი. წვრილად დავჭრათ ნიორი და ქინძი. კარტოფილი ნახევრად რომ მოიხარშება, დავაყაროთ მარილი, დავასხათ ტომატპასტა და საჭიროებისამებრ დავასხათ მდუღარე წყალი სასურველი კონსისტენციის მისაღებად.


ვხარშოთ მომზადებამდე. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ნიორი და ქინძი.