ამ მომენტისთვის საპენსიო სქემაში ჩართულია 761,454 დასაქმებული, აკუმულირებულია 200 მილიონი ლარი, დანაზოგს უკვე დაერიცხა სარგებელი 1 მილიონი ლარის ოდენობით, ადამიანი სქემიდან კი მოქალაქეთა მხოლოდ 2% გავიდა.სქემაში ჩართულია 50 000-ზე მეტი კომპანია.
"მოქალაქეთა მომართვიანობა მაღალია და ისინი ძირითადად საპენსიო სააგენტოს კონსულტაციისათვის მომართავენ. ადგილზე მოსული დასაქმებულების უმეტესი ნაწილი აზრს იცვლის, სქემაში დაბრუნების მსურვიელი საკმაოდ ბევრია. კანონი გვაძლევს უფლებას მსურველები ხელმეორედ გავაწევრიანოთ, იმისათვის რომ მოქალაქეებს სრულფასოვანი დანაზოგის გაკეთების შანსი მიეცეთ. საპენსიო სქემაში ხელმეორედ გასაწევრიანებლად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ დამსაქმებლი ორგანიზაციის ბუღალტერს."-აცხადებენ საპენსიო სააგნეტოში