ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

ბაიდენი აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტია. ის დიდი ხნის განმავლობაში არც ადასტურებდა და არც უარყოფდა ინფორმაციას არჩევნებში კენჭისყრის შესახებ. ანალიტიკოსების თქმით, მას დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების პრაიმერში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას დროს, 2009 წლიდან 2017 წლამდე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი იყო.