რა აკავშირებს ირაკლი ღარიბაშვილს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ლევან ჯიბღაშვილთან?

რა აკავშირებს ირაკლი ღარიბაშვილს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ლევან ჯიბღაშვილთან?

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია.

"2020NEWS-ის" ინფორმაციით, ექს-პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით ორი კვირის წინ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჯიბღაშვილის დედა - ნონა ჯიბღაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა.

ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, ღარიბაშვილი-თამაზაშვილებთან დაახლოებული კიდევ ერთი პირი, ბექა ხალათაშვილიც დააკავეს, რომელსაც გამოძიება ქრთამის მიცემაში ადანაშაულებს. დაკავებულების და თამაზაშვილების ახლობლები ამ მოქმედებების მოტივად იმ ფარულ ომს ასახელებენ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი გახარიას შორის მიმდინარეობს.

მათი მტკიცებით, შს მინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნებულ ექს-პრემიერს ებრძვის. საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება გახარია-ღარიბაშვილის დაპირისპირებისა და ფარული ომის შესახებ. ინფორმირებული პირები "2020NEWS-თან" საუბარში აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის დაბრუნებით კახურ კლანს გავლენების აღდგენა უნდა და შესაბამისად, გიორგი გახარიას გავლენების შეზღუდვა მათ ინტერესებშია. მეორე მხრივ, დაძაბულია ურთიერთობა შსს და სუსის მაღალჩინოსნებს შორის. გომელაურის უწყების "გენერალიტეტი" გიორგი გახარიას გავლენების გაძლიერებით შეშფოთებულია.

შესაბამისად, გახარიას, რომელიც ფიქრობს, ოპოზიციასთან ერთად ფინჯანი ყავა დალიოს თუ არა, თანაგუნდელებში მტრები მოუმრავლდა.

რაც შეეხება დაკავებულ ლევან ჯიბღაშვილს - მას ბრალი ცოტა ხანის წინათ წარუდგინეს, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე კი სასამართლო ხვალ, 24 აპრილს იმსჯელებს.

შეგახსენებთ, ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე გუშინ, 22 აპრილს დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და  მე-3 ნაწილით წაუყენეს.

Maverick "2020NEWS-ის" ეს აბდაუბდა ტრალი-ვალი მიშმაკობებს გავს და ბოტკინი აქვს შეყრილი, ჯობს სერიოზული საქმეებით დაკავდეს და არა შეთქმულებების თეორიებით გვკვებოს!
გახარია-ღარიბაშვილ შორის დაპირისპირებას ვერ ვხედავ მაგ საქმეში. თუ ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდამოკიდებულია და ძ.ნერს მიირთმევს მისი საქმეა, მაგრამ პასუხიც უნდა აგოს, ხოლო დედის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ყურით მოთრეულს და თეთრი ძაფით ნაბლანდს გავს...
6 წლის უკან