რუსეთის პატრიარქმა ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პატრიარქმა ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მილოცვის ტექსტი საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„თქვენ გეძლევათ ისტორიული შანსი, გააერთიანოთ ერი და პირადი წვლილი შეიტანოთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებაში, არსებული კონფლიქტებისა და დაყოფის დაძლევაში. გულწრფელ იმედს გამოვთქვამ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის, უკრაინის მოქალაქეთა შევიწროების და დისკრიმინაციის სამწუხარო პერიოდი დასრულდება“, - ნათქვამია მოსკოვის პატრიარქის განცხადებაში.

ვლადიმირ ზელენსკის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება რამდენიმე უცხო ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის საფრანგეთის, აშშ-ის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის პირველმა პირებმა მიულოცეს.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „მილოცვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან დასკვნების გამოტანა კონკრეტული საქმეებისა და ნაბიჯების მიხედვით იქნება შესაძლებელი“, აღნიშნულია პესკოვის  განცხადებაში.