„თქვენი გასაშვები რომ გავხდები მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა“

„თქვენი გასაშვები რომ გავხდები მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა“

ფინანასთა მინისტრმა დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ტყუიში დაადანაშაულა

"ვერც ერთზე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე იტყუებოდა, ინტერპრეტაციები იყო, მაგრამ ასე ღია, პირწმინდა ტყუილები არც ერთს უთქვამს. ჩვეულებრივად, ღიად შეგიძლიათ ამ ასაკის კაცს იტყუებოდეთ. ღიად იტყუებით და წარბი არ გიტოკავთ. ამას ხომ მოხერხება უნდა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

საპასუხოდ კი, რომან გოცირიძემ მაჭავარიანს უთხრა, რომ ის დემაგოგობდა -"ზიხართ და დემაგოგობთ. გაპასუხებინებთ და თუ არა, გაგიშვებთ, - აღნიშნა გოცირიძემ.

„თქვენი გასაშვები რომ გავხდები მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა",- უპასუხა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმყოფება, რომელსაც დეპუტატები კითხვებს უსვამენ.

Maverick ჩააბრუნეთ საკუპონე ყულაბაში...
6 წლის უკან