შალვა შავგულიძე “მკვლელებს” ტორტითა და შამპანიურით მიადგა

 შალვა შავგულიძე “მკვლელებს” ტორტითა და შამპანიურით მიადგა

შალვა შავგულიძე ტორტითა და შამპანურით ხელში გირგვლიანის საქმის შემოქმედების, სისტემური ბოროტების ავტორების მხარეს დადგა

,,მემგონი, ეს კამპანია ორი პარალელური პროცესია და ჩემი აზრით, აქ კამპანიას ,,ქართული ოცნების” წინააღმდეგ აწარმოებენ და თუ ,,ქართულ ოცნებას” უწევს საკუთარი ეთიკის, მორალის, კანონიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში უსინდისო შეტევებზე პასუხის გაცემა, ეს არის მხოლოდ რეაქცია. ამაზე არავინ არავის თავს არ ესხმის. თავს ესხმიან ,,ქართულ ოცნებას”. რეალურად შალვა შავგულიძე არ გაუშიფრავს ბიძინა ივანიშვილს. შალვა შავგულიძე, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, გაშიფრა მისმა გადაწყვეტილებამ, როდესაც ის დადგა სისტემური ბოროტების ავტორების მხარეს და დაიწყო შეტევა ხელისუფლებაზე. ეს ეხლა ისეთი ცხადი ამბავია, რომ ამას არც ჩემი კომენტარი, არც ბიძინა ივანიშვილი არ სჭირდება. მემგონი, ადამიანი არ არის საქართველოში, ვინც თვალყურს ადევნებდა ზოგადად პოლიტიკას, იცის, რა არის გირგვლიანის საქმე, იცის, ვინ არის გირგვლიანის საქმის შემოქმედები, როდესაც ამ შემოქმედთა გვერდით ხელში შამპანურით და ტორტით დაინახა შალვა შავგულიძე, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად და ქართველი ხალხის სახელით გვეგულებოდა სამართლიანობის სიმართლის სადარაჯოზე, როდესაც ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკური კანიბალები, ვეგეტარიანიზმს ქადაგებენ და ასე ესხმიან თავს ხელისუფლებას .” – ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილიმ ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა

გამი არასოდეს არ მომწონდა ეს შავგულიძე/გვირგვლიანის ადვიკატობის დროსაც/; არის მასში რაღაც "დავარცხნილი" თახსირული! ისე, არც ნაცვლიშვილი მევასება, ეგეც ისეთივე ნაგავია!!! /არ მითხრათ ახლა, გემოვნებაზე არ დავობენო! დავობენ და მერე როგორ!/
6 წლის უკან