უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში პროვოკატორ ზაზა სვანაძის დაკავებას ეხმაურება:
“ზაზა სვანაძის დაკავებას გამოვეხმაურები მეც!
წლების წინ ვურთიერთობდი და ბევრჯერ შემომჩივლა ძალიან მიჭირსო. ამ დროს სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში ჩემმა მეგობრებმა ბრძოლა დაიწყეს და მთხოვეს თუ იცნობ ჟურნალისტს ვისაც არაფრის არ ეშინიაო და აქ რომ ჩამოვიდეს ჯგუფით და იმუშავოსო.
ანუ ცხრა წლიან რეჟიმზე ფაქტების გაშუქება და სხვა და სხვა სახის აქტივობებზე იყო საუბარი!
მე ზაზას ახლოს არ ვიცნობდი მაგრამ შევხვდი და ვუთხარი. დავაკავშირე იმ ხალხთან ვისაც უნდა დაეფინანსებინა. პირადად მე არ მქონია კომუნიკაცია, მარტო დავაკავშირე რაზედაც შეიძლება ამონაწერის ამოღება და დამტკიცება!
მერე მოიგონეს ათასი სისულელე, ახსენეს უკაინაში ხალხი ვისაც მე საერთოდ არ ვიცნობდი!
ზაზა მაშინ ელისო კილაძესთან ყოფილა, მე არც ვიცოდი ეს ინტრიგანი ქალი თუ მეც მებრძოდა, რადგან ახლოს არ მინახია ცხოვრებაში და არც გადაკვეთის წერტილი არ მქონია არასოდეს, მაგრამ ფაქტია, ვიღაცამ ფული გადაუხადა და დაიწყო ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, თუმცა ერთი რამე ვერ გათვალა, რომ მე ხალხს ვუყვარვარ და ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული როგორც ადვოკატის რანგში, ასევე როცა ძალოვანი ვიყავი!
ბევრჯერ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, რადგან რაც არ უნდა ბინძური ტყუილი აუგორო ადამიანს, საქართველო პატარაა და უცებ ქრება ეს შავი პიარი!
ზაზამ, ელისომ და "რუსთავი 2" გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ ბინძური ტყუილების აგორება და გადაცემა მომიძღვნეს. ერთ საღამოს გვიან ზაზამ თავისი სახლის მისამართი მომწერა, ქირით მაქვსო და გამოდი აქ ვისაუბროთო. მე არ მესიამოვნა, რადგან ვინც მიცნობს, ყველამ იცის საქმიანი შეხევდრები ან ოფისში მაქვს ან რომელიმე წყნარ კაფეში და დავუკავშირდი ჩემს ძველ მეგობრებს, რჩევა ვიკითხე, რა დროსაც მითხრეს, რომ ზაზასთან რა საქმე მქონდა, როცა ელისოს ოფისში იყო. ცხადია არ წავედი, რადგან მეგობრებმა მითხრეს, რომ ვერ მოგისწროთო და რამე დაგიშავონ მერე რა ვქნათო. ბევრ დეტალზე აღარ დავწერ, მაგრამ სიმართლისთვის როცა იბრძვი, ტყუილი და ბინძური მეთოდები არ უნდა გამოიყენო ადამიანმა, თან პრეტენზია როცა გაქვს, რომ ხარ ჟურნალისტი.
მათი თავხედობა იმითაა განპირობებული, რომ ცილისწამება მძიმე ბრალდებებზე სისხლის სამართლით არ ისჯება და აღვირი აიხსნა ყველამ!
სანამ ამ მუხლს არ მიიღებს ქვეყანა, მანამდე ვიქნებით მუდმივი თავის მართლების რეჟიმში და მუდმივი სიბინძურის შემხედვარე!
ზაზა სვანაძესთან მეგობრობენ ისეთი ბინძური წარსულის ადამიანები, ვისი ცხოვრების მიზანიც მხოლოდ წარმატებული, სუფთა ადამიანების დევნაა! საკუთარი განვლილი ბინძური გზის სხვაზე გადაბრალების კლასიკური მაგალითები არიან!
შესაბამისად, როდესაც ის შეურაცხყოფას აყენებს სხვა პირებს, ულახავს ღირსებას და ბოლოს ემუქრება, პასუხი უნდა აგოს, მასთან ერთად ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც ამ ბინძური ჭორების უკან დგას!
ვინც მასთან და ელისო კილაძესთან ალიანსში არიან და ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის და ხალხის ერთგული კადრების ჩასაძირად და შავი პიარის ასაგორებლად! ესენი ყველა უნდა ჩარეცხოს საზოგადოებამ, რადგან საზოგადოების ჭუჭყია ეს ხალხი!” – წერს ბერიკაშვილი