გლადანში მდებარე კორპურიდან მოსახლეობა გამოიყვანეს - დაკეტილ ბინაში გაზი ჟონავდა

გლადანში მდებარე კორპურიდან მოსახლეობა გამოიყვანეს - დაკეტილ ბინაში გაზი ჟონავდა

თბილისში კიდევ ერთი მრავალსართულიანი კორპუსი გადაურჩა უბედურ შემთხვევას - გლდანში საცხოვრებელი კორპუსის დაკეტილ ბინაში ბუნებრივი აირი ჟონავდა. ცოტა ხნის წინ მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა.

ვარაუდობენ, რომ ინციდენტი აღნიშნულ სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

მოსახლეობა "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები გამოიძახა, მათ პრობლემის აღმოფხვრა შეძლეს და კორპუსს გაზის მიწოდება რამდენიმე წუთის წინ აღუდგა.