ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გამოძიებასთან აცხადებს, რომ მისი ავტომობილიდან ამოღებული ნარკოტიკები რეალურად მას არ ეკუთვნოდა და ჩანთა, სადაც აღნიშნული ნივთიერება იყო მოთავსებული მისი მეგობარის არის.
მისი ადვოკატი ამირან გიგუაშვილიც ადასტურებს, ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან მართლაც ამოიღეს გარკვეული ნივთიერება, რომელზეც ექსპერტიზაა დანიშნული, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკებთან შეხება არასდროს ჰქონია და მზად არის გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ნივთიერება მის ავტომობილში.
"როგორ აღმოჩნდა მის ავტომობილში, ამას მოგვიანებით გაეცემა პასუხი. ერთი რამ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ლევან ჯიბღაშვილს არასდროს შეხება არ ჰქონია ნარკოტიკებთან, როგორც მომხმარებელს ან შემნახველს, მით უმეტეს გამსაღებელს. ეს არის გაუგებრობა, რომელსაც ნათელი მოეფინება. ლევანი არ უარყოფს, რომ ეს ნივთიერება ნამდვილად მისი მანქანიდან იყო ამოღებული, შესაბამისად მას ფორმალურად აქვს კანონი დარღვეული", - აცხადებს "პრაიმტაიმთან" გიგუაშვილი.
ჯიბღაშვილს ბრალს წარუდგენენ და მას 6 წლამდე პატიმრობას ემუქრება.