ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, ცოტას მოვითმენ

ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, ცოტას მოვითმენ

„ვიდრე პეტრო პოროშენკო პრეზიდენტია, არც ველოდი სასაზღვრო სამსახურისგან სხვა პასუხს. არაუშავს, კიდევ ცოტას მოვითმენ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ“, – ასე პასუხობსუკრაინის სასაზღვრო სამსახურის გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა შუამდგომლობა წარადგინა, რომ უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა მოუხსნან.

„ 2017 წლის სექტემბერში მან პოლონეთთან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აღნიშნული ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით დასტურდება. ჩადენილი კანონდარღვევის გამო, მასზე უკრაინაში შემოსვლასთან დაკავშირებით 2021 წლამდე შეზღუდვებია დაწესებული“, – ნათქვამია განცხადებაში.