უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინაში შესაძლო ჩასვლაზე ფიქრობს, არ აქვს კანონიერი უფლება ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისა.
უწყების პრესსამსახური შეახსენებს, რომ სააკაშვილმა 2017 წელს უკანონოდ გადალახა სახელმწიფო საზღვარი პოლონეთიდან უკრაინაში, რაც დადასტურებულია ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების მიერ.
ამ კანონდარღვევისთვის მას 2021 წლამდე ეკრძალება უკრაინაში შესვლა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სასაზღვრო და უშიშროების სამსახურებს მიმართა, მოუხსნან უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა - ამის შესახებ სააკაშვილმა განაცხადა „Настоящее Время“-სთან ინტერვიუში.