თორნიკე ბახტურიძე:  არასერიოზულია მსჯელობა იმაზე, რომ ჩვენთვის რისკიანია ჰესების მშენებლობა და სხვა ქვეყნებისთვის არა

თორნიკე ბახტურიძე:  არასერიოზულია მსჯელობა იმაზე, რომ ჩვენთვის რისკიანია ჰესების მშენებლობა და სხვა ქვეყნებისთვის არა

ჰიდრორესურსების სრულად ათვისება ერთადერთი წყაროა, რითაც შეიძლება საქართველომ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწიოს, რაც გადაუჭრელი ამოცანაა და გადაჭრას საჭიროებს,  - ამის შესახებ კომპანია „უსასრულო ენერგიის" დირექტორმა თორნიკე ბახტურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  ზოგადად ყველაფერი რისკის შემცველია, მაგრამ ისე განვითარდა მშენებლობის ტექნოლოგია, რომ რისკებზე საუბარი ზედმეტია.

„ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორი არის შვეიცარია და ავსტრია, ხუთი ათასამდე  მცირე ჰესი ფუნქციონირებს და არის სხვა  ქვეყნების მაგალითები, სადაც კიდევ უფრო მეტი ჰესია. ამიტომ ჩვენთვის რისკიანია ჰესების მშენებლობა და სხვა ქვეყნებისთვის არა, არასერიოზული მსჯელობაა", - განაცხადა თორნიკე ბახტურიძემ.

„რა თქმა უნდა, არცერთი პროექტი არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარემოს დამცველთა და მოსახლეობის ინტერესები არ იქნას გათვალისწინებული. მაგრამ აღმშენებლობას ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა თორნიკე ბახტურიძემ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის" (GREDA) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე .