ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო მეთაურები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ

ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო მეთაურები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ

ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო მეთაურები დღეს ვირტუალურ შეხვედრას მართავენ, რომლის მთავარი თემა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებია.

შეხვედრა მიზნად ისახავს იმ საკითხების გაღრმავებას, რომელიც ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართულ სამიტზე განიხილეს.

როგორც ცნობილია, ტრამპის ინიციატივა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას გულისხმობს, რომელიც ნატოს მე-5 მუხლის მსგავსია, თუმცა ალიანსის წევრობის გარეშე იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ გეგმას ეწინააღმდეგება, ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა გარკვეული სახის გარანტიებზე თანხმობა განაცხადა.