შემწვარი ბულგარული წიწაკა მოცარელათი

შემწვარი ბულგარული წიწაკა მოცარელათი

მომზადების დრო: 45 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

ბულგარული წიწაკა - 4 ცალი

ზეითუნის ზეთი - 4 ს/კ

ძმარი ბალზამიკო - 2 ს/კ

ქონდარი - 1 ს/კ

ნიორი - 1 კბილი

ოხრახუში - პატარა კონა

მოცარელა ან სულგუნი - 400 გ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

გაჭერით ბულგარული შუაზე და გაასუფთავეთ.

დაალაგეთ გამოსაცხობ ფორმაზე მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი.

შეწვით ბულგარული წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში.

ამასობაში გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ნიორი,  შეურიეთ ქონდარს და წმინდად დაჭრილ ოხრახუშს. დაუმატეთ დარჩენილი ზეითუნის ზეთი და ბალზამიკოს ძმარი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ.

შემწვარ ბულგარულს გააცალეთ კანი, დაალაგეთ ზემოდან მოცარელას ან სულუგუნის ნაჭრები და მოასხით მომზადებული სოუსის ნახევარი.

შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10-15 წუთი. სუფრასთან მიტანის წინ მოასხით დარჩენილი სოუსი.