გამომცხვარი კარტოფილი ნივრითა და სუნელებით

გამომცხვარი კარტოფილი ნივრითა და სუნელებით

მომზადების დრო: 4 წუთი

ულუფა: 40

ინგრედიენტები

კარტოფილი - 4 ცალი, მოზრდილი

ნიორი - 3 კბილი

ხმელი ქონდარი - 1 ჩ/კ

რეჰანი ან როზმარინი

მარილი

ზეთი - 3 ს/კ

კეტჩუპი - 2 ს/კ

მაიონეზი - 1 ს/კ

მდოგვი - 1 ჩ/კ

მომზადების წესები

კარტოფილი ცხელ წყალში ჯაგრისით გავრეცხოთ და მსხვილ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ.

ზეთში ავურიოთ დანაყილი ნიორი, ხმელი ქონდარი ან სხვა მწვანილი და მარილი.

მომზადებულ მასაში ამოვავლოთ კარტოფილი და კანით ქვემოთ ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ.

კარტოფილი შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით, სანამ დაიბრაწება.

კეტჩუპი, მაიონეზი და მდოგვი ავურიოთ და კარტოფილთან ერთად მივირთვათ.