კრემლი ზელენსკის გამარჯვებას ჯერჯერობით არ ულოცავს

კრემლი ზელენსკის გამარჯვებას ჯერჯერობით არ ულოცავს

კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ჯერჯერობით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავს იკავებს მილოცვებისგან. „ნაადრევია პრეზიდენტი პუტინის მიერ ბატონი ზელენსკისთვის მილოცვა, ისევე, როგორც თანამშრომლობის შესახებ ლაპარაკი. ყველაფერი უნდა განვსაჯოთ კონკრეტული ნაბიჯების შემდეგ“, - განმარტა პესკოვმა.

უკრაინაში ბიულეტენების 90 პროცენტი დათვლილია. უკრაინის ცესკოს მონაცემებით,  პრეზიდენტობის კანდიდატ ვოლოდიმირ ზელენსკის ხმათა 73.17 % (12 245 777 ხმა) აქვს, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 24,50% (4 100 084 ხმა) მიიღო.

ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ. მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, ზელენსკის გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა.