გია არაბიძე: იქ სადაც საჭიროა, სახელმწიფომ   სერიოზული სიხისტე უნდა გამოიჩნოს

გია არაბიძე: იქ სადაც საჭიროა, სახელმწიფომ   სერიოზული სიხისტე უნდა გამოიჩნოს

გია  არაბიძე: ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის ქვეყანამ უსიკვდილოდ უნდა აითვისოს თავისი ჰიდროენერგეტიკული რესურსები 

პანკისის  ხეობაში  მცირე  ჰესების  მსენებლობის  დაწყების  თემას  ექსპერტები  ეხმაურებიამ.  ექსპერტი  ენერგეტიკის  საკითხებში  გია  არაბაძი  აცხადებს,  რომ ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოება გადის ენერგეტიკაზე გადის.   ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ენერგიაშემცვლელები - გაზი, მაზუთი ნავთობი, დღის წესრიგში ჰიდრო ენერგეტიკული რესურსი აქვს.  ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის ქვეყანამ უსიკვდილოდ უნდა აითვისოს თავისი ჰიდროენერგეტიკული რესურსები.  თუ გვინდა,  რომ ქვეყანა შედგეს თავისი ეკონომიკით და თავისი პოლიტიკური მდგრადობით.

ამასთან,  ექპერტის მოსაზრებით,  როდესაც ვიწყებთ ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის გაკეთებას, გინდა მცირე იყოს, მას თან სდევს გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების  შესრულება. გაცილებით უკეთესი იქნება, სანამ ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობას და საქმიანობას დავიწყებთ, ის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები დავიწყოთ წინასწარ, გზა  მივიყვანოთ,  სკოლა გავაკეთოთ და ამის შედეგად ნდობა იქნება უკვე მოსახლეობისგან და უკვე ნაკლები წინააღმდეგობა ექნება მოსახლეობას.

„ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწუიფომ იქ სადაც საჭიროა სერიოზული სიხისტე უნდა გამოიჩნოს. არა მგონია, რომ ცოტა იყოს პროცენტი იმ ხალხის გამოსვლებში, რომელიც რაღაც კერძო გამოსავალს ელის ამ პროექტებიდან. ხშირად მომისმენია, რომ არის ჩემი მამაპაპისეული მიწა და ამდენი მეკუთვნის, იმდენი მეკუთვნის. თუ სახელმწიფი მიიღებს მხედველობაში და იტყვის, რომ ეს სახელმწიფოებრივი პროექტია, კეთილი უნდა ვინებოთ და მოვახერხოთ, რომ დავემორჩილოთ სახელმწიფო ინტერესს. ცოტა უფრო მკვეთრად უნდა მოკიდოს სახელმწიფომ ხელი იმ პროექტების დაცვას, რომელიც სახელმწიფოსთვისც აუცილებელია. ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო მოსხლეობასთან. კონკრეტულად თითოეულ ოჯახთან უნდა მივიდეს ამ პროექტის შესრულების შედეგად, რა სიკეთეებიც ქვეყანას, სახელმწიფოს აქვს, რეგიონს და თითოეულ ამ პიროვნებას. ეს ინფორმაციები თუ მივა და პროექტი იქნება გარემოს დაცვის თვალსაზირისთ გამართული  და შეკითხვები არ იქნება, ჩვენ შეგვიძლია უფრო იოლად ვაშენოთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე სადგურები“-აცხადებს  ექპერტ  ენერგეტიკის საკითხებში  გია  არაბიძე.