მიულერის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა

მიულერის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეიტინგი წლის დასაწყისიდან მინიმუმამდე დაეცა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

დონალდ ტრამპის საქმიანობისადმი ნდობის მაჩვენებელზე გავლენა სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მოხსენაბამ იქონია.

იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტში ტრამპის ბრალეულობა არ იკვეთება თეთრი სახლის ლიდერის რეიტინგი 3%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ღეუტერს-ი კომპანია Iპსოს გამოკითხვის საფუძველზე ავრცელებს, რომლისთვისაც ათასზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

კვლევის მიხედვით ტრამპის მუშაობას რესპონდენტთა 37% ემხრობა, მაშინ როდესაც, ჯერ კიდევ 15 აპრილს ეს მაჩვენებელი 40% იყო.

მარტში პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა 43% იყო.