ყაზახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთის სამხრეთით მდებარე დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უბედური შემთხვევა ალმათი-ტაშკენტის გზატკეცილზე 20 აპრილს, თბილისის დროით დაახლოებით 09:00 საათზე მოხდა.

სამგზავრო ავტობუსიმა Toyota-ს მარკის ავტომობილიდან მომავალი საფრთხე თავიდან აიცილა, რის შემდეგაც გზაზე გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევის ადგილზე რვა, დანარჩენი სამი კი საავდმყოფოში დაიღუპა. დაშავებულებს შორის უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეებიც არიან. საავადმყოფოში 29 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას.

მომხდარს ყაზახეთის პოლიცია იძიებს.