კანადაში ზვავის ჩამოწოლას სავარაუდოდ სამი პროფესიონალი მთამსვლელი ემსხვერპლა

კანადაში ზვავის ჩამოწოლას სავარაუდოდ სამი პროფესიონალი მთამსვლელი ემსხვერპლა

კანადაში ზვავის  ჩამოწოლისას, სავარაუდოდ, სამი პროფესიონალი მთამსვლელი დაიღუპა.

BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი ალბერტის პროვინციაში, ბანის ეროვნულ პარკში მოხდა, როდესაც ერთი ამერიკელი და ორი ავსტრიელი მთამსვლელი ზღვის დონიდან 3295 მეტრზე მდებარე მწვერვალ ჰოუვსის დალაშქვრას ცდილობდა.

სამძებრო სამუშაოებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და ზვავის ჩამოწოლის საფრთხე ართულებს.