რუსული მედია: ტარიელ ონიანს რუსეთიდან ესპანეთში გააძევებენ

რუსული მედია: ტარიელ ონიანს რუსეთიდან ესპანეთში გააძევებენ

ე.წ. კანონიერ ქურდს ტარიელ ონიანს რუსეთიდან ესპანეთში გააძევებენ. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტარიელ ონიანი, ორენბურგის კოლონიიდან 9 აპრილს გაათავისუფლეს, თუმცა მალევე დააკავეს როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

მას ამ ეტაპზე 40-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ონიანი ციხეში 19 მაისამდე დარჩება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პატიმრობის ვადის ამოწურვისთანავე ტარიელ ონიანის ესპანეთში ექსტრადირება მოხდება.

61 წლის ტარიელ ონიანმა რუსეთის ციხე „შავ დელფინში“ 9-წლიანი სასჯელი მოიხადა.