საბერძნეთი გერმანიისგან რეპარაციას ითხოვს

საბერძნეთი გერმანიისგან რეპარაციას ითხოვს

საბერძნეთის პარლამენტი გერმანიისგან რეპარაციას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutshe Welle ავრცელებს.

საუბარია 270 მილიარდ ევროზე, რომელიც ბერძენი დეპუტატების აზრით, გერმანიამ პირველი და მეორე მსოფლიოს ომის პერიოდში საბერძნეთისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად უნდა გადაიხადოს.

საბერძნეთის პარლამენტმა სპეციალური რეზოლუციაც მიიღო. დოკუმენტში დეპუტატები ციპრასის მთავრობას მოუწოდებენ, ყველა დიპლომატიური და იურიდიული საშუალებით მიაღწიოს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.