ლუდზე მისატანებელი მინი-ფუნთუშები

ლუდზე მისატანებელი მინი-ფუნთუშები

ინგრედიენტები

ოხრახუში - დაჭრილი 3 ს.კ

კვერცხი - 1

ნიგოზი - 30 გ

გახეხილი ყველი - 30-40 გ

შებოლილი ლორი ან ბეკონი - 80 გ

მზა ფენოვანი ცომი - 300 გ

მომზადების წესები

ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ მართკუთხედის ფორმით, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის ნაწილი და მოვაყაროთ ყველის ნახევარი.

დავალაგოთ ზემოდან ბეკონის ან ლორის  ნაჭრები, მოვაყაროთ მწვანილი, დარჩენილი ყველი და დანით წვრილად დაჭრილი ნიგოზი. გადავახვიოთ რულეტივით, მჭიდროდ და დავჭრათ 1-1.5 სმ სისქეზე. გადავუსვათ დარჩენილი კვერცხი.

ჩავალაგოთ საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.