„არასოდეს დამავიწყდება ტირილი და მუხლებზე დაჩოქილი ხალხის საგალობლების ხმა“

„არასოდეს დამავიწყდება ტირილი და მუხლებზე დაჩოქილი ხალხის საგალობლების ხმა“

დიზაინერი თამუსია ტაბატაძე პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარის ერთ-ერთი თვითმხილველია. მისი თქმით, პარიზში ერთი საათის ჩასული იყო, როდესაც ტრაგედია დაიწყო.

დიზაინერი იმის შესახებ წერს, რაც ხანძრის დროს ცეცხლმოდებული ნოტრ-დამის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა.

„საკუთარი თვალით ვუყურე ტრაგედიას. ცეცხლში გახვეულ ნოტრდამს, ათასობით ადამიანთან ერთად ვუყურებდი, როგორც იცვლებოდა ჩვენს თვალწინ ისტორია. არასოდეს დამავიწყდება ერთმანეთში არეული ხმები, სახანძრო მანქანები, ტირილის, მუხლზე დაჩოქილი ხალხის საგალობლების ხმა. სრულიად უცხო ადამიანების ერთმანეთის მიმართ გამოხატული თანაგრძნობა, ჩახუტება, გამხნევება.

ლოცულობდნენ არა მხოლოდ ქალაქზე, არამედ იქ მყოფ მეხანძრეებსა და მაშველებზე, რომლებიც არიან ძალიან პროფესიონალები და ტირილამდე გმირები. შეძლეს და მოახერხეს ხელოვნების ნიმუშების, საგანძურის ძალიან დიდი ნაწილის გადარჩენა. მაგრამ დანაკლისი არის ძალიან დიდი და ძალიან მტკივნეული", - წერს დიზაინერი.