რომის პაპი ფრანგი კათოლიკეებისა და პარიზელებისთვის ლოცულობს

რომის პაპი ფრანგი კათოლიკეებისა და პარიზელებისთვის ლოცულობს

რომის პაპი ფრანგი კათოლიკეებისა და პარიზელებისთვის ლოცულობს – ამის შესახებ განცხადება „თვითერის“ ოფიციალურ გვერდზე წმინდა საყდრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ალესანდრო ჯიზოტიმ გაავრცელა.

„რომის პაპი საფრანგეთის მიმართ სითბოს, სიახლოვეს გამოხატავს, ლოცულობს ფრანგი კათოლიკეებისა და პარიზელებისთვის. ეს იყო შოკისმომგვრელი და საშინელი ხანძარი, რომელმაც დააზიანა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ის ლოცულობს ყველასთვის, ვინც ამ დრამატულ სიტუაცია უმკლავდება“, –აღნიშნულია წმინდა საყდრის პრესსამსახურის უფროსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კათოლიკეები კვირას 21 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ.

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ასობით მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ებრძოდა ცეცხლს, რომელიც 850 წლის წინათ აგებულ, ისტორიულად უმნიშვნელოვანეს ტაძარს მოედო და მისი ცნობილი სამრეკლოც შეიწირა – კონსტრუქციის ჩამოქცევის კადრები პირდაპირ ეთერში იხილა მსოფლიომ.

ბოლო ცნობებით, მიუხედავად ზარალისა, მეხანძრეებმა ტაძრის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა შეძლეს.