არნოების ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს

არნოების ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს

ფრანსუა-ანრი პინოს შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს ფრანგი მილიარდერების, არნოების ოჯახი გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„LVMH Moët Hennessy – Louis Vuitton-ის ჯგუფი და არნოების ოჯახი სოლიდარობას უცხადებენ ეროვნულ ტრაგედიას და ამ შესანიშნავი ტაძრის, საფრანგეთის სიმბოლოს აღდგენაში მონაწილეობას მიიღებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

LVMH Moët Hennessy – Louis Vuitton ფრანგული ტრანსნაციონალური კომპანიაა, რომელიც Louis Vuitton, Givenchy, Guerlain, Chaumet, Moët & Chandon, Hennessy ბრენდების პროდუქტებს აწარმოებს.

კომპანიის მფლობელი ბერნარ არნო და მისი ოჯახია. 2018 წლის მდგომარეობით, კომპანიის კაპიტალიზაცია 144 მილიარდ ევროს შეადგენდა, ხოლო მისი მფლობელის ბერნარ არნოს ქონება კი 70 მილიარდ ევროდ არიას შეფასებული. ის 2018 წელს ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.