“ტრამპმაც ცოტა “წაიქართველა”…

“ტრამპმაც ცოტა “წაიქართველა”…

გუშინ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ქართველებმა ხომ ყველაზე მაგრად ვიცით პოლიტიკა, ფეხბურთი და ჟურნალისტიკა!

წუხელ დავრწმუნდი, რომ მეხანძრეებიც ყველაზე მაგრები ვართ!

მთელი ღამის განმავლობაში “ვასწავლიდით” პარიზელ მეხანძრეებს, როდის დაეწყოთ ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა და რა მეთოდი თუ ტექნიკა გამოეყენებინათ!

ვახ, რა ძალიან ნიჭიერები ვართ!

  1. S. ტრამპმაც ცოტა “წაიქართველა” და “ტვიტერით” მოუწოდა, – სახანძრო ავიაცია გამოიყენეთო. ეგეც ქართველი იქნება უეჭველი. დიდი ბებია მაინც ეყოლებოდა ჩვენებური,” – წერს ბონდო მძინარაშვილი.

პარიზის ღვითისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო  აშშ-ის პრეზიდენტი დონადლ ტრამპი გამოეხმაურა.

ტრამპი ტვიტერზე  დაწერა, რომ საშინელებაა ტაძარში გაჩენილი ხანძრის ყურება. ამასთან, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესში საჰაერო ტანკერები ჩაერთვებოდნენ. “სწრაფად მოქმედების დროა! – წერს ტრამპი “ტვიტერზე”

ტაძარში გაჩენილ ხანძარზე მელანია ტრამპიც წერს.

“გული ძალიან მტკივა ფრანგ ხალხზე მას შემდეგ, რაც ვნახე, ღვითისმშობლის ტაძარი როგორ იწვოდა. ვლოცულობთ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებისთვის”.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შესძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

ამ ეტაპზე ჯერ უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია.

“ხანძარი ლიკვიდირებულია. თვალს ვადევნებთ ნარჩენ ალს და განვაგრძობთ შენობის ცხელი ნაწილების გაგრილებას, მათ შორის კარკასს, რათა ხანძარი კვლავ არ გაჩნდეს”, – ნათქვამია პარიზის სახანძრო სამსახურის განცხადებაში.

“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ალშია გახვეული. ეს მთელი ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა,” – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტაძარში გაჩენილ ხანძარს.

“ვფიქრობ ყველა კათოლიკესა და ყველა ფრანგზე. ჩემი თანამემამულეების მსგავსად, დამწუხრებული ვარ, როცა ვხედავ, ჩვენი ნაწილი როგორც იწვის,”-  დაწერა მაკრონმა “ტვიტერზე”.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძრის მშენებლობა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, 1163 წელს დაიწყო და საბოლოოდ 200 წლის შემდეგ, მე-14 საუკუნეში დასრულდა. ტაძარს განსაკუთრებული პოპულარობა ვიქტორ ჰიუგოს რომანმა მოუტანა. ის გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობად ითვლება. ყოველწიურად ღვითსმშობლის ტაძარს 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს