ფრანგი მილიარდერი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს

ფრანგი მილიარდერი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს

ფრანგი მილიარდერი ფრანსუა-ანრი პინო მზადყოფნას გამოთქვამს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში წვლილი შეიტანოს.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ფრანსუა-ანრი პინო ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს.

ფრანსუა-ანრი პინო ჰოლდინგ „კერინგის“ აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ფლობს ბრენდებს „გუჩის“, „ივ სენ ლორანს“, „პუმას“, „ბალენსიაგას“ და სხვებს. ის მსახიობ სელმა ჰაიეკის მეუღლეა.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შემოწირულობისთვის ანგარიში გაიხსნება.

ამ დროისთვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია.