სამეფო სკანდალის შემდეგ შორენა ბეგაშვილმა თბილისი დატოვა - სად წავიდა მსახიობი

სამეფო სკანდალის შემდეგ შორენა ბეგაშვილმა თბილისი დატოვა - სად წავიდა მსახიობი

თითქმის ორი თვეა საზოგადოების ყურადღება ქართული სამეფო ოჯახის მიმართ არის მიპყრობილი.

ბაგრატიონების ოჯახის მიმართ, საზოგადოების დიდი ყურადღება რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, როცა ცნობილი გახდა, რომ პატრუარქის კურთხევით დაქორწინებულმა დავით ბაგრატიონმა, დედოფალ ანა ბაგრატიონს არც მეტი არც ნაკლები, ქართველ სექს-სიმბოლოსთან შორენა ბეგაშვილთან უღალატა.

ამბობდნენ, რომ მეფეს შორენა ძალიან უყვარდა და არც ცნობილი მსახიობი იყო მის მიმართ გულგრილი, თუმცა მათი რომანი დასრულდა.

მეფე დედოფალს შეურიგდა, შემდეგ კი ისევ დაშორდა.

ცოტა ხნის წინ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით ბაგრატიონი ანა ბაგრატიონსაც სცემდა და შორენა ბეგაშვილსაც.

რის გამოც გამოძიება მხოლოდ ახლა დაიწყო. მივა თუ არა შორენა ბეგაშვილი დაკითხვაზე უცნობია, სამეფო სკანდალის გარშემო აგორებულ ქარ-ცეცხლში, მისი სახელის გამოჩენას, მსახიობი პოსტით გამოეხმაურა. "სამეფო კარის თამაშები. სეზონი ჩაუვარდათ და მიიწვიეს შორენა ბეგაშვილი? მე როგორც აგენტად მიგზავნილი(როგორც ამას ბოდავს "მეფის" ადვოკატი) ვაცხადებ კიდევ ერთხელ - მახათი იშოვეთ, ჯობია.პ.ს გლეხის ქალი" - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მივა თუ არა შორენა გამოკითხვაზე ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ ვერ მივა, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ის თბილისიდან წავიდა.

როგორც გახდა ცნობილი, მსახიობი ჯარში წავიდა და ამის შესახებ, "ფეისბუქის" პირად გვერდზეც დაწერა.

შორენა ბეგაშვილი სამხედრო ბაზაზე რეალითი შოუს "ყველაზე ძლიერის" გამო მოხვდა. სადაც თავის შესაძლებლობებს გამოცდის და თუ გაუძლებს, შესაძლოა გაიმარჯვოს კიდეც.

ჯარში ყოფნისთვის მან ვარცხნილობაც შეიცვალა და აფრიკული ნაწნავები მოირგო.