მომზადების დრო: 40 წუთი
ულუფა: 4
ინგრედიენტები
რძე - 100 მლ
ყველი - 300 გ
ლავაში - 1 შეკვრა
კვერცხი - 1
მომზადების წესები
ყველი მსცვილად გავხეხოთ, რძე და კვერცხი ერთად ავთქვიფოთ.
ფორმაში ჯერ ერთი ფენა ლავაში ჩავდოთ, მოვაყაროთ ყველი, შემდეგ მეორე ფენა ლავაში, კვლავ ყველი. ბოლო ფენა ლავაში უნდა იყოს. ზემოდან მოვასხათ რძიანი ნარევი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30 წუთი.
გამოცხობის შემდეგ ცოტა შევაგრილოთ და დავჭრათ.