ცხარე კერძი ქათმის გულებით

ცხარე კერძი ქათმის გულებით

მომზადების დრო: 40 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

მარილი

ჩილი წიწაკა

დაფნის ფოთოლი - 1-2

ხახვი - 1

პამიდორი - 1

სტაფილო - 1

კარტოფილი - 4-5

პაპრიკა - 1 ჩ.კ

ქათმის გული - 500 გ

ოხრახუში

მომზადების წესები

გულები გარეცხეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით შუაზე და ტაფაზე ცოტა ზეთში მოხრაკეთ. შემდეგ დაასხით ნახევარი ჭიქა ზეთი და 10 წუთი შუშეთ.

დაამატეთ დაჭრილი სტაფილო და ხახვი, შუშეთ კიდევ 5-7 წუთი. დაამატეთ პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი, წიწაკა, პაპრიკა, პამიდორი, დაფნა, დაასხით კიდევ 1 ჭიქა წყალი და 20 წუთი შუშეთ თავდახურული. ბოლოს დაამატეთ მწვანილი.