გერმანიაში ყოველი მერვე მოქალაქე უცხოელია

გერმანიაში ყოველი მერვე მოქალაქე უცხოელია

2018 წელს გერმანიაში ამ ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე 10.9 მილიონი ადამიანი დაფიქსირდა. ეს რაოდენობა წლის განმავლობაში 2017 წელთან შედარებით 2.7%-ით (292 ათასი ადამიანი) გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახურმა გაავრცელა.

ამ მონაცემების მიხედვით გამოდის, რომ გერმანიაში თითქმის ყოველი მერვე ადამიანი ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის.

სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს გერმანიაში მცხოვრებ უცხოელთა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა.