პაკისტანს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა

პაკისტანს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა

პაკისტანში ქვიშის ქარიშხალს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ამის შესახებ Pakistan Today წერს.

სტიქია თავს საპორტო ქალაქ ყარაჩის დაატყდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 8 ადამიანი. უამინდობის კარაჩის საერთაშორისო აეროპორტში ათობით ავიარეისი გადაიდო.

შეფერხებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობაც.