“7 მოსამართლეა დარჩენილი, უზენაესი სასამართლო პრაქტიკულად აღარ არის”

“7 მოსამართლეა დარჩენილი, უზენაესი სასამართლო პრაქტიკულად აღარ არის”

“ბატონო გიგა, რაც არ უნდა ცინიზმით ილაპარაკოთ ამ თემებზე, რომ ვენეციის კომისია, რადგან საქმის კურსშია, რომ 19-მდეა განხილვა და კენჭისყრა, მანამდე მოამზადებს დასკვნას და შეგვპირდნენ, რომ ხვალ იქნება.” – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვენეციის კომისიის დასკვნაზე გიგა ბოკერიას მიმართა, სადაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს. განხილვამდე დეპუტატები პროცედურულ საკითხებზე კამათობენ. მდინარაძე მიიჩნევს, რომ საკითხის განხილვის გადადებას საფუძველი არ აქვს, რადგან ვენეციის კომისია ინფორმირებულია, რომ საკითხის განხილვა და კენჭისყრა 19 აპრილამდე უნდა მოხდეს.

„მართალია ის მოცემულობაც, რასაც კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არაფერი იცვლება შინაარსობრივად იმის გათვალისწინებით, თუ ჩვენ სხდომამდე მივიღებთ რეკომენდაციებს და შენიშვნებს გავითვალისწინებთ. იყო ეს დაპირება, არის ასეთი გონივრული მოლოდინი ბატონო გიგა, რაც არ უნდა ცინიზმით ილაპარაკოთ ამ თემებზე, რომ ვენეციის კომისია, რადგან საქმის კურსშია, რომ 19-მდეა განხილვა და კენჭისყრა, მანამდე მოამზადებს დასკვნას და შეგვპირდნენ, რომ ხვალ იქნება. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა იცინიკოსოთ, ველოდებით ხვალ კომისიის დასკვნას. ასევე რაც არ უნდა ცინიზმით მიუდგეთ უზენაესი სასამართლოს პრობლემას, თქვენ რომ უნდა დაგაბრალოთ თურმე, არ გვინდა, რომ დაგაბრალოთ არაფერი. უზენაეს სასამართლოში არის 10 მოსამართლე, ორს გასდის ვადა ივნისში, ერთს საერთოდ ვადა აქვს გასული და საქმის გამო აქვს გაგრძელებული. 7 მოსამართლეა დარჩენილი და აღარ არის პრაქტიკულად უზენაესი სასამართლო“, – განაცხადა მდინარაძემ.