ბენ აფლეკი და ლინდსი შუკუსი ისევ დაშორდნენ!

ბენ აფლეკი და ლინდსი შუკუსი ისევ დაშორდნენ!

ბენ აფლეკი და ლინდსი შუკუსი ისევ დაშორდნენ. ამის შესახებ გამოცემა ET Online-თან წყვილის საერთო მეგობარმა განაცხადა.

წყვილის დაშორების კონკრეტული მიზეზი უცნობია. „მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ, თუმცა მიხვდნენ, რომ მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი და თანაცხოვრება უკვე შეუძლებელი იყო.“-აღნიშნა მეგობარმა ინტერვიუში საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ წყვილი არაერთხელ დაშორდა ერთმანეთს და ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ ბევრი პრობლემა ჰქონდათ. ისინი ერთმანეთს პირველად 2018 წლის აგვისტოში დაშორდნენ, მიზეზი კი ალკოჰოლზე დამოკიდებულება იყო, გადაწყვეტილებაც ერთობლივი იყო, ლინდსიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბენს განმარტოება სჭირდებოდა, მისი მდგომარეობა ძალიან რთული იყო, თუმცა რამდენიმე თვის წინ ისინი ფილმ თრიპლე Fრონტიერ-ის პრემიერაზე ერთად გამოჩნდნენ და ამ საქციელით მათი შერიგება დაადასტურეს.

წარუმატებელი პირადი ცხოვრების მიუხედავად ბენი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და გაზაფხულის მზიან დღეებს შვილებთან ერთად ატარებს.