დილა თეთრ სახლში ! როგორია ივანკა ტრამპის საუზმე?

დილა თეთრ სახლში ! როგორია ივანკა ტრამპის საუზმე?

პრეზიდენტის ოჯახის წევრობა სინამდვილეში არ მოითხოვს მუდმივად მკაცრი და მომდგარი სტილის პიჯაკებით სიარულსა და უარის თქმას ყველაფერზე რაც გიყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ტრამპების ოჯახს.

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 37 წლის შვილი ივანკა ტრამპი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. როგორც ჩანს, მას ტკბილეულის სიყვარული მამისგან მემკვიდრეობით ერგო. იგი თავისი „ინსტაგრამის“ გამომწერებს მუდმივად ანებივრებს ფოტოებით. ბოლო დროს კი განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს თავისი საუზმის ფოტოებს. მაგალითად ჟოლოს ბლინი კენკრითა და მოხარშული რძით.

საზოგადოებაში ივანკას დილის დესერტის განხილვა ფარგლებსაც კი გასცდა და მის წონასა და სხეულის ფორმებს განიხილავენ. დიახ, ასეთი საუზმე ჯანსაღი არ არის, მაგრამ მისი ფოტოები ამტკიცებს, რომ ის ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება, მუდმივად ახერხებს თავისი უნაკლო სხეულით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას და რაც მთავარია ყოველთვის პროტოკოლის დაცვით დადის თეთრ სახლში.