ენა ქონდრითა და თუთუბოთი

ენა ქონდრითა და თუთუბოთი

მომზადების დრო: 20 წუთი

ულუფა: 6

ამ კერძში გამოყენებულ სანელებელ, თუთუბოს, იგივე "სუმახს" გააჩნია მომჟავო გემო და ძირითადად გამოიყენება აზერბაიჯანულ სამზარეულოში. მისი შეცვლა შეგვიძლია კოწახურით.

ინგრედიენტები

საქონლის ენა, მოხარშული - 1 კგ

დანაყილი ნიორი - 1 ს.კ

აჯიკა - 1 ს.კ

პაპრიკა - 1 ჩ.კ

ძმარი - 1/2 ჭ

ხმელი ქონდარი - 2 ს.კ

თუთუბო - მოსაყრლად

მარილი

მომზადების წესები

მოხარშული ენა დავჭრათ თხელ ნაჭრებად.

ძმარში გავხსნათ სანელებლები და ხელით შევაზილოთ დაჭრილ ენას.

მზა კერძი ცოტა ხნით გავაჩეროთ, რომ კარგად გაუჯდეს სანელებლების გემო და არომატი. კერძს სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ თუთუბო.

სურვილისამებრ შეგვიძლია გავზარდოთ ძმრისა და აჯიკის რაოდენობა.