პარიზში ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრა გაიმართა

პარიზში ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრა გაიმართა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში უკრაინის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკი მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.

ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე უკრაინელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მთავარი კი დონბასში მიმდინარე მოვლენები იყო.

მაკრონი უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსაც შეხვდება, რომელიც დღეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიიღო.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

მანამდე უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ვლადიმერ ზელენსკიმ 30,24%, პეტრო პოროშენკომ - 15,95% მიიღო.