უგემრიელესი ტეფტელები არაჟნის სოუსში

უგემრიელესი ტეფტელები არაჟნის სოუსში

ინგრედიენტები

საქონლის ფარში - 500 გრ

ბრინჯი - 5 სკ

ხახვი - 1 თავი

სტაფილო - 1 ცალი

ტომატის პასტა - 2 სკ

მარილი და წიწაკა - გემოვნებით

კვერცხი - 1 ცალი

ქინძი და ოხრახუში - ტითო პატარა კონა

სოუსი

არაჟანი - 200-250 გრ

ფქვილი - 1,5 სკ

წყალი - 0,5 ჭიქა

ნიორი - 1-2 კბილი

მარილი და წიწაკა - გემოვნებით

სასურველი სუნელები

მომზადების წესები

მოხარშეთ ბრინჯი, ოღონდ არა ბოლომდე.

მოშუშეთ ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო, გააგრილეთ და შეურიეთ კვერცხში ათქვეფილი მწვანილი, ფარში, ბრინჯი, ტომატის პასტა, შეკმაზეთ მარილით და წიწაკით, გააკეთეთ პატარა ბურთები და შეწვით ზეთიან ტაფაზე ყველა მხრიდან.

მშრალ ტაფაზე მოხალეთ ფქვილი, ისე რომ ოდნავ შეიცვალოს ფერი. შეურიეთ არაჟანს წყალი, მარილი, წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი, სასურველი სუნელები და შეათქვიფეთ ფქვილი ისე რომ არ გაიჩინოს კოლტები.

მოათავსეთ შემწვარი ტეფტელები ცეცხლგამძლე ჭურჭელში და მოასხით ზედ მომზადებული სოუსი. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთი.

სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.