საფრანგეთის პრეზიდენტი ზელენსკისა და პოროშენკოს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ზელენსკისა და პოროშენკოს შეხვდება

12 აპრილს ემანუელ მაკრონი ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება. აუდიენცია საფრანგეთში თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს შეხვდება.

უკრაინის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატთან შეხვედრის სურვილი, არჩევნების მეორე ტურამდე, ემანუელ მაკრონმა თავად გამოთქვა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

მანამდე უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ვლადიმერ ზელენსკიმ 30,24%, პეტრო პოროშენკომ - 15,95% მიიღო.