კიმ ჩენ ინი ჩრდილოკორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

კიმ ჩენ ინი ჩრდილოკორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ აირჩიეს. ამის შესახებ Aljazeera წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდიერი მე-14 მოწვევის უზენაესი სახალხო კრების პირველ სესიაზე კორეის სახალხო დემოკრატიული სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ პარლამენტმა ერთხმად აირჩია. სახალხო კრების ყრილობაზე მინისტრთა კაბინეტი და მისი ხуლმძღვანელიც აირჩიეს.

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ქვეყნის უმაღლესი სახელმძღვანელო ორგანოა. ასამბლეამ კიმ ჩენ ინი საბჭოს თავმჯდომარედ პირველად 2016 წელს აირჩია.