მუსოლინის შვილთაშვილი გაიუს იულიუს კეისარი ევროპარლამენტში იყრის კენჭს

მუსოლინის შვილთაშვილი გაიუს იულიუს კეისარი ევროპარლამენტში იყრის კენჭს

იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილი გაიუს იულიუს კეისარი მუსოლინი იტალიის მმართველი პარტიის "იტალიის ძმების" სახელით ევროპარლამენტში იყრის კენჭს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

იტალიური ცივილიზაციის სასახლის ფონზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში მელონიმ მუსოლინის შვილთაშვილი ამომრჩევლებს წარუდგინა და აღნიშნა, რომ "მისი რეზიუმე ყველაფერზე მეტყველებს: პროფესიონალი, სამხედრო, პატრიოტი".

მუსოლინის შვილთაშვილი 50 წლისაა, ის არგენტინაში დაიბადა და 8 წლის განმავლობაში ვენესუელაში ცხოვრობდა. ის იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა, შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთში იტალიური სამრეწველო კორპორაცია Finmeccanica-ს წარმომადგენლად მუშაობდა.