ალბანეთის აეროპორტიდან €2.5 მილიონი გაიტაცეს

ალბანეთის აეროპორტიდან €2.5 მილიონი გაიტაცეს

ალბანეთის პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა და 40-მდე გამოკითხა €2.5 მილიონის მოპარვის საქმეზე. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

მანამდე ტირანის საერთაშორისო აეროპორტში ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა შეაღწიეს და ავსტრიული ავიახაზებიდან €2.5 მილიონი გაიტაცეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გატაცებული თანხა ხუთჯერ მეტია.

ორმხრივი სროლისას ერთი თავდამსხმელი დაიღუპა.

მძარცველებს საგადასახადო სამსახურის თანამშრომლების ფორმა ეცვათ. მათ ავტომობილს ასევე ეწერა „საგადასახადო სამსახური“. მოგვიანებით ეს მანქანა დამწვარი იპოვეს.